ახალი ამბები
...

16/02/2010 "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და თბილისის მერიამ ერთობლივი კამპანიის დაწყების შესახებ ბრიფინგი გამართა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერია იწყებს, მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ, 2010 წლის კამპანიას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი თბილისის მოსახლეობისთვის დავალიანების რესტრუქტურიზაციაა. აქცია 22 თებერვალს დაიწყება და მაისის ბოლომდე გასტანს.

ახალი აქციის პირობები ითვალისწინებს შემდგეგს:

1. 2010 წლამდე დაგროვილი დავალიანების 50%-ის გადახდის შემთხვევში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს დარჩენილ თანხას მთლიანად ჩამოაწერს. ამასთან, ინდივიდუალურად განიხილავს დავალიანების წარმოშობის განსაკუთრებულ შემთხვევებს.

2. სოციალურად დაუცველ იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომელთაც არ ერიცხებათ დავალიანება ან აქციის მონაწილეები არიან, კომპანიის ტექნიკური პერსონალი უფასოდ მოემსახურება - შეუკეთებს დაზიანებულ სანიტარულ ტექნიკას ან დაეხმარება ახლის დამონტაჟებაში.

3. ასევე, აქციის ფარგლებში თბილისის მოსახლეობისთვის გაიცემა რეკომენდაციები წყლის რაციონალურად ხარჯვასთან დაკავშირებით და მოხდება ინფორმაციის მიწოდება სასმელი წყლის მაღალი ხარისხის შესახებ.

4. ამასთან ერთად, კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის და აქციის მონაწილეებისთვის გათამაშდება პრიზები.

კამპანიის პარალელურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის ქუჩებზე ახორცელებს გრანდიოზულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. იცვლება 70 კილომეტრის სიგრძის წყალსადების ქსელი. რეაბილიტაციაში ჩადებული ინვესტიცია 10 მილიონ ლარს აღემატება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", როგორც ყოველთვის, მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას და თქვენს ოჯახებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასმელ წყალს აწვდის.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები