ახალი ამბები
...

02/03/2010 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", ქ. თბილისის აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში ახალი სერვის-ცენტრების კეთილმოწყობა და აღჭურვა დაასრულა.

დღეს, ისანი-სამგორის ახალ რაიონულ ოფისს, მონახულების მიზნით, რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი ესტუმრა. სერვის-ცენტრი, ოფიციალურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა გახსნა.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, კალაუბნის ქ. #7-ში მდებარე სერვის-ცენტრი კომფორტული და მომხმარებლისთვის იოლად მისადგომია. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ აბონენტებმა ოპერატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ. აღნიშნული სერვის-ცენტრი 109 000-მდე აბონენტს მოემსახურება - მოსახლეობას, რაიონში განთავსებულ ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.

იგივე შეიძლება ითქვას მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭანტურიას #6-ში გახსნილ ახალ სერვის-ცენტრზეც, რომელიც 46 000-მდე აბონენტს გაუწევს მომსახურებას.

მომხმარებელს შეუძლია მიმართოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სერვის-ცენტრებს და ინფორმაცია მიიღოს არა მხოლოდ რაიონის, არამედ თავისი ქუჩის წყალმომარაგებისა და წყალარინების შესახებ; დატოვოს ინფორმაცია ავარიული დაზიანების თაობაზე; ჩაერთოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ახალ პროგრამაში, რომელსაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერია ერთობლივად წარმართავენ და ისარგებლონ დაწესებული შეღავათებით. მოსახლეობას აქვე შეეძლება ქვითარში დაფიქსირებული სულადობის კორექტირება და აბონირებისთან დაკავშირებული პროცედურების გავლაც.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ეტაპობრივად ყველა რაიონული სერვის-ცენტრის მოდერნიზებას გეგმავს. უახლოეს მომავალში, ვაკე-საბურთალოს ახალი რაიონული ოფისიც გაიხსნება.

სხვა კატეგორიები
...

28/09/2021 ჯივიპი ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელს აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში  წყალმომარაგების სისტემის  განახლების მიზნით აქტიურად აგრძელებს  მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს. ...

ვრცლად

...

27/09/2021 დღეს, 27 სექტემბრიდან ჯივიპისა და რუსთავის წყლის სერვის ცენტრებში მომხმარებლების მიღება განახლდა

  კომპანიებმა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა და რუსთავის წყალმა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, დღეს, 27 სექტემბრიდან სერვის ცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღება განაახლეს.  კომუნალური მომსახურების მიღება შ...

ვრცლად

...

25/09/2021 27 სექტემბრიდან ჯივიპისა და რუსთავის წყლის სერვის ცენტრებში მომხმარებლების მიღება განახლდება

კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი და რუსთავის წყალი, ყველა  რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, 27 სექტემბრიდან სერვისცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებენ.  ...

ვრცლად

...

16/09/2021 ჯივიპი, დღეს, 16 სექტემბერს, წავკისის სატუმბო სადგურში ზედა ზონების წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დღეს, 16 სექტემბერს თბილისის ზედა ზონების - წყნეთის, კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წავკისის, ტაბახმელასა და შინდისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩაატარებს. ...

ვრცლად

...

25/08/2021 ჯივიპი გლდანის რაიონში, განთიადის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელს აახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, განთიადის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების  მიზნით წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 0,7 კმ-...

ვრცლად