ახალი ამბები
...

26/04/2010 ლექცია აისეკში

25 აპრილს, თბილისის თავისუფალ უნივერისტეტში, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია AIESEC-საქართველოს მიერ ორგანიზებულ ნაციონალურ 1-დღიან კონფერენციაში, სახელწოდებით -”NLDS 2010”.

დღესვე, იორგ მათისმა ლიდერული უნარების მნიშვნელობასა და მათი განვითარების გზებზე ლექცია წაიკითხა იმ 150 სტუდენტისთვის, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული AIESEC-ის გაცვლით პროგრამაში და უკვე დაბრუნდნენ საქართველოში.

”AIESEC-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული გაერთიანებაა და წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის, რათა მათ აღმოაჩინონ და განივითარონ ლიდერული უნარები და სამომავლოდ დადებითი გავლენა იქონიონ საზოგადოებაზე. მსგავსი კონფერენციებითა და ლექციებით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდობის გააქტიურებასა და მათში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე დავეხმარებით მათ საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებაში”, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა.

აღნიშნულ კონფერენციაზე ლექციები ასევე წაიკითხეს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და სხვადასხვა არასამთავრობო და კორპორატიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

AIESEC დაარსდა 1948 წელს ევროპაში და დღეს უკვე აერთიანებს 107 ქვეყანის 40’000-ზე მეტ სტუდენტს. საქართველო AIESEC-ის საერთაშორისო ქსელს 2006 წელს, როტერდამში საერთაშორისო პრეზიდენტების შეხვედრაზე შეუერთდა.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები