ახალი ამბები
...

31/07/2017 ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან 21.5 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს

 

დღეს, 31 ივლისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადეს. თბილისის წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან  21.5 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს მიიღებს, კაპიტალური საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ევროპული პოლიტიკის დამკვიდრებას მხარს მსოფლიოს 140 ქვეყანაში უჭერს.

 

საქართველოსთან მიმართებაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პირველი არასაფინანსო, კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული თანხა,  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება.

 

გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში  უპრეცენდენტო ინვესტიცია განხორციელდება, რაც კომპანიას, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა,  გარემოს დაცვის კუთხით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა.

 

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკმა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ მოაწერეს.

 

როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მთავარმა იურისტმა, ჯაბა მამულაშვილმა აღნიშნა: „ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიმართ განსაკუთრებული ნდობის გამომხატველია. დაფინანსება უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ისეთი ტიპის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ - რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.“

 

„გაფორმებული ხელშეკრულება უნიკალურია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს კერძო კომპანიას საქართველოში. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის სექტორში მომსახურების ხარისხს, რაც პოზიტიურად  აისახება საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“- განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა. 

 

სხვა კატეგორიები
...

20/11/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ახალ მზიურში ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის ...

ვრცლად

...

18/11/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

  ხვალ, 19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ოფიციალურად გაიხსნება.   კამპანიის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესუ...

ვრცლად

...

06/11/2017 ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა.   კომპანიას წყალმომარაგების ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთე...

ვრცლად

...

19/10/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორიებმა ბრიტანული სერტიფიკატი მოიპოვეს

  ბრიტანულმა კომპანია LGC-იმ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ლაბორატორიებს ხარისხის სერტიფიკატი გადასცა, რაც იმას, ნიშნავს რომ კომპანიის ლაბორატორიები სრულად აკმაყოფილებს მს...

ვრცლად

...

13/10/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს

დღეს, 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირ...

ვრცლად