09/08/2017 წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება ამჟამად 40 ქუჩაზე მიმდინარეობს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელის გამართულად და სტაბილურად ფუნქციონირების მიზნით ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბლიტაციო პროექტებს ახორციელებს. კომპანიის მართვაში არსებული ქსელის უმეტესი ნაწილი შეცვლა-განახლებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანიამ 2016 წელს 44.3 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო 2017 წელს 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოძველებული, ამორტიზებული მილები ინტენსიურად იცვლება ახლით. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუტურული ელემენტები - ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც შემდგომში სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
2017 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში უკვე 104 ქუჩაზე ჩატარდა ქსელის სრული რეაბილიტაცია. ამ მომენტში 40 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კომპანია წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ - აღდგენით სამუშაოებსაც აწარმოებს.
სარეაბილიტაციო პროექტების უმოკლეს დროში განხორციელებისთვის კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ტექნიკური ჯგუფების რაოდენობა, ასევე, შეისყიდა წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული უახლესი სპეცტექნიკა. ჩატარებული პროექტებისა და სამუშაოების შედეგად საგრძნობლად შემცირდა როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ყოველთვის ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. აქედან გამომდინარე, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს წყალმომარაგების ქსელზე ნებისმიერი სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს დროში შეასრულოს.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება