ახალი ამბები
...

24/08/2017 ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან.

 

სამივე კომპანიის საინჟინრო ბრიგადები დღეს სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, რუსთავისა და მცხეთის წყლის პროფესიონალური ჯგუფები ადგილზე მობილიზებულ ძალას სხვადასხვა ხელსაწყოებით, ასევე სპეციალური  წყლის რეზერვუარებით დაეხმარებიან.

 

საინჟინრო ბრიგადები ორ ძირითად ჯგუფად დაიყოფიან და სხვადასხვა ლოკაციაზე, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად იმუშავებენ.

 

ჯგუფები ტყის მასივებში, სპეციალური, მაღალი გამავლობის  ავტომანქანებით გადაადგილდებიან.

 

წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები პროცესში მონაწილეობას კომპეტენციებიდან გამომდინარე მიიღებენ და ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე  აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან.

                                                                                                                      

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნაჰესის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაეურმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა ჰესის, ბოდორნაჰესის, სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულა. ამ ეტაპზე ელექტრო მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა.   ბოდორნა...

ვრცლად

...

07/07/2018 დღეს #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა

  დღეს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კამპანიის მიზანია ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანება, როგორიც წყლის რ...

ვრცლად

...

21/06/2018 Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა. ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიით და უმაღლესი ხარისხისთ მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარზე...

ვრცლად

...

22/05/2018 Gwp-იმ პროექტის #მომავლისინჟინერი გამარჯვებულები გამოავლინა

  21 მაისს, ტექნოპარკში #მომავლისინჟინრის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კრეათონი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანია წყალმომარაგების სექტორში ტექნიკუ...

ვრცლად

...

02/04/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მორიგი ჰაკათონი „ეუჰაკთან“ერთად, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. კომპანია ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და საინჟინრო დარგის პოპულარიზაციას მუდმივად მხარს უჭერს. ...

ვრცლად