ახალი ამბები
...

29/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილის 3-ის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

 

დღეს, 29 აგვისტოს, ვარკეთილის 3-ის, III მიკრორაიონში,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო.

 

სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქსელის 2.8 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება. რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნულ მისამართზე ყველა კორპუსთან ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, შედეგად  საგრძნობლად შემცირდება როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.

 

„ვარკეთილი 3-ის, III მიკრორაიონში, 310-ე კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გახდა აუცილებელი რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად, აღნიშნულ მისამართზე წყალსადენის ქსელის სრულად  შეცვლის და ყველა კორპუსთან ახალი, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟბის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“ - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა.

 

სხვა კატეგორიები
...

02/10/2018 დღეს ბოდორნაჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო

  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში,  წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. დღეს, 2 ოქტომბერს ახალი ჰიდროელექტროსადგური, ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ერთიან ენე...

ვრცლად

...

20/09/2018 ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად ანახლებს. პროექტის ფარგლებში 7.4 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი იცვლება. სისტემის სტაბილურობი...

ვრცლად

...

13/09/2018 გიორგი ცხადაძე: 2018 წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში gwp თბილისში 350 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის მასშტაბით 4000 კმ წყალსადენისა და  წყალარინების  ქსელს მართავს. კომპანიის პრიორიტეტია მოსახლეობის უზრუნველყოფა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით.  დღემდე კომპანიამ ამორტიზებული ქსელის 700 კ...

ვრცლად

...

30/08/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა. პროექტის ფარგლებში წყალსადენისა  და  წყალარინების ქსელების 2.3 კმ სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა.  ამა...

ვრცლად

...

29/08/2018 გიორგი ცხადაძე: 2018 წლის ბოლოდან კაკლებს, ტაბახმელას, კოჯორს, შინდისს, კვესეთსა და ბეთანიას წყალმომარაგების ახალი სისტემა მოემსახურება

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებში  წყალმომარაგების ქსელის  განვითარების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.   პრ...

ვრცლად