ახალი ამბები
...

25/12/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისის მოსახლეობას 2017 წლის ანგარიში წარუდგინა

 

დღეს, 25 დეკემბერს, რადისონ ბლუ ივერიაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისის მოსახლეობას 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. კომპანიის ანგარიშს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე,  ეკონომიკის ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

თბილისის მოსახლეობას ანგარიში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 4 მიმართულების დირექტორმა წარუდგინა - კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა, ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა,  და კომუნიკაციების დირექტორმა, ეკა ბერიძემ.

 

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი, კომპანიის  ახლანდელი მენეჯმენტი ორიენტირებულია არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან  მიზნებზე, კომპანიის სისტემურ გაუმჯობესებასა და რა თქმა უნდა, სერვისის სტაბილურობაზე. - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

 

ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ 2017 წელს თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებაში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 200 ქუჩაზე 190 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვალა, რის შედეგადაც თბილისის წყალმომარაგების სისტემა კიდევ უფრო სტაბილური გახდა. ასევე, აღსანიშნავია ეკოლოგიურად სუფთა ჰესის, ბოდორნაჰესის მშენებლობის დაწყება და გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია.

 

2017 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საკრედიტო რესურსი ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდა, როგორებიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG). საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდულმა ჯამურმა დაფინანსებამ 240 მლნ ლარი შედაგინა.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებმა 2017 წლის შესრულებულ პროექტებთან ერთად მომდევნო წლების გეგმებზეც ისაუბრეს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია 200 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს წყალმომარაგების სისტემის განახლებაში. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები