
31/01/2018 Gwp-იმ ვაზისუბნის მიკრორაიონების წყალმომარაგების სისტემა განაახლა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაზისუბნის წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური პროექტი დაასრულა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანიამ ვაზისუბნის მიკრორაიონების მკვებავი წყალმომარაგების ქსელის 1 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეცვალა. პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით, ევროსტანდარტის ურდულები დაამონტაჟა. შედეგად ვაზისუბანში 8600-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. პროექტში კომპანიამ 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სარეაბილიტაციო პროექტის ბოლო ეტაპს კომპანია დღეს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების ძირითად ნაწილს ღამის საათებში განახორციელებენ.
სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რისგამოც დღეს, 31 იანვარს, საღამოს 23:00 საათიდან, ხვალ, 1-ლი თებერვლის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში - ვაზისუბნის მიკრორაიონებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

02/04/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მორიგი ჰაკათონი „ეუჰაკთან“ერთად, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართა

23/03/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ივერთუბანში, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა

19/03/2018 ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემას აწყობს

13/03/2018 gwp ბეთანიასა და კვესეთში წყალმომარაგების სისტემას აწყობს

07/03/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თანამედროვე სტანდარტების ახალი ოფისი გახსნა