ახალი ამბები
...

22/02/2018 gwp კაკლებში წყალმომარაგების სისტემას აწყობს

 

 

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება.

 

ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - კაკლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ  კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან  ერთად კაკლების დასახლებაში მიმდინარე  წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

 

პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 4 კილომეტრიან  წყალმომარეგბის ახალ ქსელს აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი  ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება და ასევე, 3 სატუმბო სადგური მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში კომპანია  1.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კაკლების მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.  

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მსგავსი ტიპის პროექტებს თბილისის ზედა ზონებში და ივერთუბნშიც ახორციელებს. უახლოეს მომავალში კი კომპანია  ბეთანიასა და კვესეთში დაიწყებს სამუშაოებს,  სადაც 30 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა და 4.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

22.02.18

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები