ახალი ამბები
...

07/03/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თანამედროვე სტანდარტების ახალი ოფისი გახსნა

 

დღეს, 7 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ფეიქრების ქუჩაზე, სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების ახალი ოფისი  გახსნა.

 

კომპანიის მენეჯმენტმა სტრატეგიული მნიშვნელობის დეპარტამენტებისთვის თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე შექმნა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამშენებლო ჯგუფები  მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული და  სამუშაოებს ევროსტანდარტის საინჟინრო ტექნოლოგიებით ახორციელებენ. კომპანიის სარეაბილიტაციო ჯგუფების თანამშრომელთა უმრავლესობამ გადამზადება ჯივიპის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწორედ, ეს გუნდი უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

 

“სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების თანამშრომლებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი  წვლილი შეაქვთ.  განახლებული ოფისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარება ამოცანების წარმატებით გადაჭრაში.” - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე. ჯივიპის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიის 3600 სპეციალისტს თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე და სათანადო  გარემო  შეუქმნას.

 

 

სხვა კატეგორიები
...

22/05/2018 Gwp-იმ პროექტის #მომავლისინჟინერი გამარჯვებულები გამოავლინა

  21 მაისს, ტექნოპარკში #მომავლისინჟინრის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კრეათონი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანია წყალმომარაგების სექტორში ტექნიკუ...

ვრცლად

...

02/04/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მორიგი ჰაკათონი „ეუჰაკთან“ერთად, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. კომპანია ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და საინჟინრო დარგის პოპულარიზაციას მუდმივად მხარს უჭერს. ...

ვრცლად

...

23/03/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ივერთუბანში, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა. კომპანიამ კიდევ ერთი მასშტაბური სა...

ვრცლად

...

19/03/2018 ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემას აწყობს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კომპანია, ტაბახმელას და  წავკისის მიმართულებით   წყალსადენის ახალ სისტემას აწყობს. აღნიშნული ქსელი, როგ...

ვრცლად

...

13/03/2018 gwp ბეთანიასა და კვესეთში წყალმომარაგების სისტემას აწყობს

  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება.   ამ მხრივ კომპანიამ კიდევ ...

ვრცლად