26/07/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნაჰესის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაეურმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა ჰესის, ბოდორნაჰესის, სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულა. ამ ეტაპზე ელექტრო მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა.
ბოდორნაჰესი თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით შენდება, რაშიც კომპანია 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. ჰესი სექტემბერში ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.
ბოდორნაჰესი ელექტროენერგიით კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავო ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება