ახალი ამბები
...

30/08/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა. პროექტის ფარგლებში წყალსადენისა  და  წყალარინების ქსელების 2.3 კმ სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა.  ამასთან ერთად,  სისტემის მოდერნიზაციისთვის ევროსტანდარტის შესაბამისი 27 ჩამკეტი ურდული დამონტაჟდა.

 

„შარტავას ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აღნიშნულ პროექტში  კომპანიამ 3.5 მლნ ლარზე მეტ ინვესტიცია განახორციელა. ხვალ, რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განვახორციელებთ” - აცხადებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია სამუშაოების  ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებს.

 

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რისგამოც  ხვალ, 31 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან  1-ლისექტემბრისდილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგებაშეეზღუდება:

 

საბურთალოსრაიონში:

პეკინის, შარტავას, ხვიჩიას და ცინცაძის ქუჩების ნაწილს; იოსებიძის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩებს;

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები