ახალი ამბები
...

20/09/2018 ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე 7.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად ანახლებს. პროექტის ფარგლებში 7.4 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი იცვლება. სისტემის სტაბილურობისთვის ქსელზე ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. პროექტის ჯამური ღირებულება    3. 7  მლნ  ლარზე მეტს შეადგენს.

 

პირველ ეტაპზე, კახეთის გზატკეცილზე 6 კმ წყალმომარაგების ქსელი განახლდა და 8 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, 21 სექტემბერს, განახორციელებს.

 

“კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლება დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების განუყოფელი და მნიშვნელოვანი  ნაწილია. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე და სერვისის გაუმჯობესებაზე.  2020  წლის ბოლომდე   200 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ და  დედაქალაქის  მასშტაბით  350 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას  განვაახლებთ” -  განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალშვილმა.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები