ახალი ამბები
...

02/10/2018 დღეს ბოდორნაჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო

 

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში,  წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. დღეს, 2 ოქტომბერს ახალი ჰიდროელექტროსადგური, ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.

 

ბოდორნაჰესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ, GGU-ს აღმასრულებელ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნეს.

 

ჰესის გახსნის ცერემონიალს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, დუშეთის გამგებელი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები  და ავსტრიული კომპანია GUGLER-ის ტექნიკური დირექტორი ესწრებოდნენ.

 

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, ბოდორნაჰესის,  დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. ე.წ „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიამ ჰესის მშენებლობა ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით დააფინანსა.

 

ბოდორნაჰესში დამონტაჟებული  ელექტრო-მექანიკურ ტურბინები და გენერატორი წარმოებულილია ავსტრიული კომპანია GUGLER-ის მიერ, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. ჰესის  საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ქართულმა კომპანიებმა -  ,,პირამიდამ“ და „საქ. წყალ პროექტმა“ განახორციელეს. მშენებლობის პროცესს  მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,Stucky SA” ზედამხედველობდა.

 

ბოდორნაჰესი მნიშვნელოვანია რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისთაც - ჰესის მშენებლობისას და ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კომპანიამ 50 ადამიანზე მეტი დაასაქმა.   

მსგავსი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ენერგოსექტორის განვითარებისთვის.

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები