ახალი ამბები
...

14/11/2018 ჯივიპიმ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მიმდინარე წელს კომპანია, წლიური  გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.

 

კომპანიის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემის განვითარება, სადაც ჯივიპიმ 7.6 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი მოაწყო. აღნიშნულ დასახლებაში კომპანიამ ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის  ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

 

აღნიშნული სამუშაოების საშუალებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ხეხილ-სანერგეს დასახლებაში დამატებით 450 ოჯახის უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყო. პროექტში კომპანიამ  0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის   ინფრასტრუქტურულ პროექტებში  მიმდინარე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში 200  მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები