ახალი ამბები
...

06/12/2018 ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2018 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა - კომპანიამ კახეთის გზატკეცილზე გზის ორივე მხარეს  13 კმ სიგრძის წყლის და წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. პროექტში კომპანიამ 6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.მოსახლეობის  სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ახალ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2018 წელს კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების ფარგლებში, ჯამში 140 კმ-ზე მეტი წყალმომარაგების სისტემა შეცვალა და განავითარა.

 

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია დღეს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ახალ ქსელზე გადაერთების დროს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 6 დეკემბერს 21:00 საათიდან 7 დეკემბრის  დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ისნის რაიონში:

ქ.დედოფლის გამზ. N 63-დან N 73-ის ჩათვლით, N 92-დან N 98-ის ჩათვლით, ნავთლუღის, წერნაკის  ჭრელაშვილის, უჯარმის, ანჯაფარიძის ქუჩებს, საექიმოს ქუჩას და გასასვლელს, კახეთის ქ. I შესახევევს, ზურაბიშვილის ქ. N 65-დან N 75-ის ჩათვლით

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

სხვა კატეგორიები
...

30/05/2019 gwp ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების რეაბილიტაციას იწყებს

  დღეს, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.  2 ივნისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სარეაბილიტაციო...

ვრცლად

...

27/05/2019 ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.   პროექტის ფარგლებში, ჯივიპი  წყალსადენისა და წყალ...

ვრცლად

...

22/05/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

    2019  წლის 21 მაისის  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratin...

ვრცლად

...

10/05/2019 ჩაერთე ჯივიპის SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებს SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს. gwp-ის SMS სერვისზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და...

ვრცლად

...

11/04/2019 ჯივიპი გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის I შესახვევში წყალმომარაგების სისტემას აახლებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის პირველ შესახვევში წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით მასშტაბური...

ვრცლად