ახალი ამბები
...

28/02/2019 gwp - ირაკლი ბაბუხადია: კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 4.5 კმ სიგრძის როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ქსელები. კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ცალ ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულს, დაამონტაჟებს.

 

„კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.  რეაბილიტაცია დაახლოებით 2.5 თვეს გაგრძელდება. ორივე ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად განახლდება, რაშიც  2 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ“ - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ.

 

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს ჯივიპი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ დედაქალაქის მერია ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებთან ერთად, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას თბილისის 23 ქუჩაზე ანახლებენ.

სხვა კატეგორიები
...

09/07/2019 ჯივიპიმ აფრიკის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში  წურწუმიას, ოდიშელიძის, მაჩაბელის და მიმდებარე  ქუჩებზე  მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.   პროექტის ფარგლებში წყალმომარა...

ვრცლად

...

04/07/2019 ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება

  ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მო...

ვრცლად

...

30/05/2019 gwp ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების რეაბილიტაციას იწყებს

  დღეს, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.  2 ივნისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სარეაბილიტაციო...

ვრცლად

...

27/05/2019 ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.   პროექტის ფარგლებში, ჯივიპი  წყალსადენისა და წყალ...

ვრცლად

...

22/05/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

    2019  წლის 21 მაისის  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratin...

ვრცლად