ახალი ამბები
...

15/03/2019 კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებზე 4.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა იცვლება

 

 

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორივე ქუჩაზე სრულად ანახლებს 4.5 კმ სიგრძის, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია ახალ ქსელზე  თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ერთეულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს.

 

„კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ამ ეტაპზე, რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ვმუშაობთ და ორივე ქუჩაზე გეგმის მიხედვით მიდის წყალმომარაგების სისტემის შეცვლა. პროექტის მიხედვით სრულად ვანახლებთ, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს, რაშიც 2 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ“ - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებთან ერთად ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას თბილისის 20 ქუჩაზე ანახლებენ.

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს ჯივიპი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ დედაქალაქის მერია ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

10/05/2019 ჩაერთე ჯივიპის SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებს SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს. gwp-ის SMS სერვისზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და...

ვრცლად

...

11/04/2019 ჯივიპი გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის I შესახვევში წყალმომარაგების სისტემას აახლებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის პირველ შესახვევში წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით მასშტაბური...

ვრცლად

...

28/02/2019 gwp - ირაკლი ბაბუხადია: კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 4.5 კმ სიგრძის როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ქსელები. კომპანია განახლებულ სისტ...

ვრცლად

...

12/02/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა   ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგე...

ვრცლად

...

31/01/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

  30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.   გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯო...

ვრცლად