ახალი ამბები
...

22/05/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

 

 

2019  წლის 21 მაისის  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -ის გადაწყვეტილებით  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია კვლავ ინარჩუნებს.  აღნიშნული რეიტინგი კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საქართველოში პირველი  არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ჯერ კიდევ 2015 წელს პირველივე ცდაზე ქვეყნის  სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი მიანიჭა. აღნიშნული შეფასება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად  მიმართულებად კვლავ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება რჩება.  კომპანია წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთაგან მიღებული გრძელვადიანი დაფინანსებით დედაქალაქისთვის არაერთ მნიშვნელოვან და  მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სანდოობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის  საგრძნობლად მაღალია, რასაც  საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ, კომპანიისთვის გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ის სტაბილური პროგნოზით მინიჭება ადასტურებს.

 

Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. კერძოდ, საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები