ახალი ამბები
...

18/10/2019 ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე, ისნის პანდუსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

 

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსთან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

კომპანიამ, პროექტის აღნიშნულ ეტაპზე 500 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო,  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები დაამონტაჟა, რომლის საინვეტიციო ღირებულება 300 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ჯივიპი ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით,  გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 19 ოქტომბერს განახორციელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშრებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 19 ოქტომბერს, 18:00 საათიდან 20 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

შირაქის, აწყურის, შორაპნის,  გარე კახეთის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს, 

ლეხ კაჩინსკის ქუჩის და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

10/01/2020 ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყო.   აღნიშნული ეტაპი, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე ნახევარ კილომეტრზე მე...

ვრცლად

...

13/12/2019 ჯივიპი ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1.5 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი იცვლება. ასევე განახლებულ ...

ვრცლად

...

12/12/2019 საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

  2020 წლის 1 იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი  -  ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება. გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელ...

ვრცლად

...

03/12/2019 ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება დაიწყო

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.   პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 700 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. კომპანია განახლებულ სისტემაზ...

ვრცლად

...

14/11/2019 ჯივიპი ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად ანახლებს წყალარინების ამორტიზირებულ ქსელს.  ახლით იცვლება  400 მეტრის სიგრძის, ძველი, მაგისტრალური ქსელი და საკვანძო ჭები ეწყობა....

ვრცლად