05/11/2019 ჯივიპიმ წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წყალმომარაგბისა და წყალარინების სისტემას სრულად განაახლებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი იცვლება და ახალი საკვანძო ჭები მოეწყობა.
კომპანია რეაბილიტაციაში 150 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე იგეგმება 800 მეტრამდე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაც. განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში 140 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება