ახალი ამბები
...

23/04/2020 ჯივიპი, დღეს, 23 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპის  ფარგლებში   წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით აგრძელებენ მუშაობას. ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე სრულად შეიცვალა 400 მეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

 

ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10  მლნ ლარის  ინვესტიცია განახორციელა.

 

კომპანია დღეს,  23 აპრილს,  ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს,  23 აპრილს ღამის 22:00 საათიდან  24 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, რამიშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვლის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, წყნეთის, ბერძენიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის  და მიმდებარე ქუჩებს.

 

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები