ახალი ამბები
...

03/06/2020 ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და  მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.

 

მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა  ჭავჭავაძის გამზირზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, ნოე ხომერიკის, ლესელიძის, ლეჟავას და რადიანის ქუჩებზე.

 

საგანგებო რეჟიმში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეიცვლა 31 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ 20 მლნ ლარი შეადგინა.

 

,,ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ წარმატებით და დაგეგმილ ვადაში  დავასრულეთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი  პროექტები, მათ შორის  ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია.  სრულად განვაახლეთ 10 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების სისტემა, რაშიც 10 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ასევე საგანგებო რეჟიმის პირობებში დავასრულეთ  ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა 7,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. აღნიშნული პროექტები დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ შესრულებას“ -  ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგრძელებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია ურიდიას, ორთაჭალის, ჭოველიძის და ლეჩხუმის ქუჩებზე.

 

 

სხვა კატეგორიები
...

29/07/2021 26 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით   26 ივლისიდან  ზღუდავს სერვის ცენტრებში ვიზიტს. ...

ვრცლად

...

06/07/2021 ჯივიპი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემას გააუმჯობესებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაამატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ახალი ტუმბოების&n...

ვრცლად

...

30/06/2021 1 ივლისიდან ჯივიპისა და რუსთავის წყლის სერვის ცენტრები მომხმარებლების მიღებას განაახლებენ

  კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი და რუსთავის წყალი, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების დაცვითა და გათვალისწინებით, 1 ივლისიდან სერვის ცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მ...

ვრცლად

...

10/06/2021 ჯივიპიმ საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

ჯორჯიანუოთერენდფაუერმა, ნუცუბიძისპლატოზე, IV მიკრორაიონში, ლეოდანოდარგაბ...

ვრცლად

...

20/04/2021 ჯივიპიმ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო. პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალს...

ვრცლად