ახალი ამბები
...

20/10/2020 დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ - ზურაბ ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით აგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი განახლდება.  პროექტების ჯამური  ინვესტიცია 21 მლნ ლარია. 

 

,,ამჟამად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის,  ბაღნარის, მანაგაძის და ჩარგლის ქუჩებზე, ასევე ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში. თითოეული პროექტის ფარგლებში იცვლება მოძველებული ქსელი, მონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს წყლის ნაკადები კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ. ასევე ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ახალი ქსელი ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში” -  ზურაბ ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2020 წელს  50 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას აახლებს, რაც 70 000 ოჯახისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას  გულისხმობს.

 

სხვა კატეგორიები
...

27/11/2020 1 დეკემბრიდან ქალაქ მცხეთის აბონენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოემსახურება

    2020 წლის 1 დეკემბრიდან კომპანიების - მცხეთისწყლისა და ჯორ...

ვრცლად

...

25/11/2020 ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელს სრულად აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.    კომპანია ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგე...

ვრცლად

...

06/11/2020 ჯივიპი ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩაზე, წყალარინების ქსელს აახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.   კომპანია  ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩაზე, ...

ვრცლად

...

29/10/2020 2 ნოემბრიდან ჯივიპის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრებში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.   ...

ვრცლად

...

16/10/2020 ჯივიპი გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.   კომპანია გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომ...

ვრცლად