
25/11/2020 ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელს სრულად აახლებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანია ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში იცვლება 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის და 1 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სარეაბილიტაციო პროექტში 1 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

12/01/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

21/12/2020 ირაკლი ბაბუხადია: 2018 – 2020 წლებში ახალი მაგისტრალური ქსელები მოეწყო ისეთ დასახლებებში, სადაც მაცხოვრებლებს მუდმივი წყალმომარაგება და გამართული ქსელი არასოდეს ქონიათ

21/12/2020 ირაკლი ბაბუხადია: 2018-2020 წლებში ჯივიპიმ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით

18/12/2020 რა შეიცვალა თბილისის წყალმომარაგებაში 2018-2020 წლებში