ახალი ამბები
...

02/07/2010 გიგი უგულავამ წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციაზე იმუშავა

1 ივლისი თბილისის მერმა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბრიგადასთან ერთად, ჯანსუღ კახიძის ქუჩის #1-ში ძველი კოროზირებული წყლის მილის ახლით შეცვლაზე მუშაობით დაიწყო. გიგი უგულავა პირადად მონაწილეობდა წყლის გადამკეტი ურდულის დამონტაჟებაში, რაც კახიძის ქუჩა #1-ის მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გადაკეტონ საკუთარ ეზოსა და კორპუსში შემავალი წყალი და ამით არ შეზღუდონ მთელი უბნისა და მიმდებარე ქუჩების წყალმომარაგება.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერია ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც იცვლება კორპუსებში და ეზოებში შემავალი წყალსადენის ქსელები და მონტაჟდება წყლის გადამკეტი ინდივიდუალური ურდულები.

პროექტი, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" იმ საინვესტიციო პროგრამის ნაწილია, რომლის მიხედვით თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა ხდება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები