ახალი ამბები
...

21/10/2010 ჟინვალის ჰიდროკომპლექსს 25 წელი შეუსრულდა

2010 წელს, ჟინვალის უნიკალურ ჰიდროკომპლექსს ექსპლუატაციაში გაშვებიდან 25 წლისთავი შეუსრულდა. 

დღეს, ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, რომელიც ჰიდროკომპლექსის მართვას 2008 წლის მაისიდან ახორციელებს, ჟინვალში საიუბილეო ღონისძიება გამართა.

ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი ჰიდროკომპლექსის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. საიუბილეო ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა გახსნა. მან ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მნიშვნელობაზე, თბილისის წყალმომარაგებაში მის უდიდეს როლსა და კომპანიის პრივატიზაციის შემდეგ ჰიდროკომპლექსზე განხორციელებულ სარეკონსტრუქციო-სარებილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. როგორც იორგ მათისმა აღნიშნა, კომპანიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება  კომპლექსის ძირითადი ჰიდრონაგებობების უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას ეთმობა. 2008-2010 წლებში ჩატარებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა საგრძნობლად აამაღლა ჰიდროკომპლექსის საიმედოობა, რამაც ჟინვალჰესის გამომუშავებაზეც დადებითად იმოქმედა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე ჟინვალჰესზე წარმოებული ელექტროენერგია სადგურის არსებობის მანძილზე ერთ-ერთი რეკორდულია.

ჟინვალის ჰიდროკომპლექსის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მიულოცა და ჰიდროკომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გამოსვლების შემდეგ ალექსადრე ხეთაგურმა და იორგ მათისმა ჟინვალის ჰიდროკომლექსის დამსახურებულ თანამშრომლებს სხვადასხვა სახის ჯილდოები გადასცეს.

საიუბილეო ცერემონიალზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო ინტელიგენციის, დამსახურებულ ენერგეტიკოსთა, ენერგოკომპანიების, საბანკო სექტორისა და მას-მედიის წარმომადგენლები.

ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, სტუმრებმა ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ ახლადაშენებული  ჯვარიპატიოსანის სახელობის ეკლესიაც მოინახულეს, რომელიც ჟინვალის წყალსაცავში 25 წლის წინ დაძირული XI-XII საუკუნეების სიწმინდის ზუსტი ანალოგია.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები