ახალი ამბები
...

30/11/2010 დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", თბილისის აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ახალი სერვის-ცენტრის კეთილმოწყობა და აღჭურვა დაასრულა.

ახალი რაიონული სერვის-ცენტრი, რომელიც “მიხეილის საავადმყოფოს” მოპირდაპირე მხარეს, დავით აღმაშენებლის #59ა-ში მდებარეობს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა გახსნა. ახალ სერვის-ცენტრს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი რამაზ სულამანიძეც ეწვია და მისი მუშაობის პრინციპით დაინტერესდა.

ახალ კომფორტულ ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რომ თბილისელმა მომხმარებლებმა ოპერატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ. ეს ოფისი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 50937 ოჯახს (აბონენტს) მოემსახურება, მათ შორის რაიონში კომპაქტურად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც, ასევე, 2888 საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და კომერციულ ობიექტს.

როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა აღნიშნა, დიდუბე-ჩუღურეთის ახალი სერვის-ცენტრი, კომპანიის სხვა რაიონულ ოფისებთან ერთად, მოქნილად იმუშავებს აბონენტთა დავალიანების თანხისა და ქვითარში დაფიქსირებული სულადობის კორექტირებაზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომუნალურ სფეროში უკვე ამოქმედდა ერთიანი ადმინისტრირების სისტემა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობისთვის კვლავაც აგრძელებს დავალიანების  დაფარვის შეღავათიანი პროგრამების დაწესებას.

დავალიანების მქონე თბილისელებს შეუძლიათ მიმართონ როგორც დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრს, ასევე კომპანიის ნებისმიერ რაიონულ ოფისს, სადაც მათ დავალიანების თანხის დაფარვაში დაეხმარებიან და სხვადასხვა ხელსაყრელ შეღავათს შესთავაზებენ:

• დავალიანების მთლიანი თანხის 36 თვეზე განაწილება; დავალიანების ულუფა ყოველთვიურად  მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება.
• თუ დავალიანების მქონე აბონენტი, რომელსაც 2010 წლამდე წარმოქმნილი დავალიანება ერიცხება, ერთიანად გადაიხდის ამ დავალიანების 60%-ს და 2010 წლის 1 იანვრიდან წარმოქმნილ მიმდინარე დავალიანებასაც, კომპანია მას 2010 წლამდე დაგროვილი დავალიანების 40%-ს ჩამოაწერს.
• სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი კომპანია  დავალიანების გასტუმრების ინდივიდუალურ და უპრეცედენტოდ შეღავათიან პირობებს დააწესებს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრს და ინფორმაცია მიიღონ წყალმომარაგებისა და წყალარინების შესახებ. კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოებული პროფილაქტიკური, გეგმური თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. სერვის-ცენტრის ტექნიკური სამსახური მომხმარებლებს მიაწოდებს ყველა საჭირო ინფორმაციას და გაუწევს მათ ტექნიკურ მომსახურებას აბონირებასა და წყლის მრიცხველების მონტაჟთან დაკავშირებით. ეს ის ოპერაციებია, რის შესახებაც ადრე აბონენტები განცხადებით კომპანიის სათავო ოფისს მიმართავდნენ.

ახალი რაიონული ოფისის გახსნით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა"  რაიონული სერვის-ცენტრების მოდერნიზება დაასრულა. დღეისათვის თბილისის ყველა რაონში განახლებული სერვის-ცენტრი მოქმედებს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები