ხშირად დასმული კითხვები

პასუხი:  სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა შესაძლოა რამდენიმე მიმეზით მოხდეს:

  • ავარიული დაზიანება წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელებზე ან სათავე ნაგებობებზე (ეს არის ქსელები და ობიექტები, რომელსაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ექსპლუატაციას უწევს.
  • ავარიული დაზიანება მომხმარებლის (აბონენტების) კუთვნილ შიდა ქსელებზე.
  • წინასწარ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები მაგისტრალურ ქსელებზე ან სათავო ნაგებობებზე
  • წინასწარ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები მომხმარებლის (აბონენტების) კუთვნილ შიდა ქსელებზე (აბონენტი ასეთ შემთხვევაში წინასწარ, განცხადებით მიმართავს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს)
  • წინასწარ დაგეგმილი საპროფილაქტიკო სამუშაოები (ტარდება გარკვეული პერიოდულობით წყალმომარაგების სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად)
  • ახალი ქსელების მოწყობა-განვითარებისა და მიერთების სამუშაოები
  • ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როგორიცაა, სტიქიური უბედურება, საომარი ვითარება, განსაკუთრებულად მძიმე გარემოებები.

პასუხი: თბილისში ქსელები ბევრ ადგილას ხანდაზმული ან  ამორტიზებულია და შეცვლას მოითხოვს. სწორედ ეს არის მიზეზი იმ დაზიანებების, რომელიც მოულოდნელად ხდება. ამის აღსაკვეთად კომპანია მუდმივად ატარებს  სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეტაპობრივად ცვლის ხანდაზმულ  მილებს.

პასუხი:  მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში შესაძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ თბილისის რომელ ნაწილს საიდან მოეწოდებოდა სასმელი წყალი. ამჟამად, ეს შეუძლებელია, რადგან არაგვის ხეობიდან ქალაქში ერთიანად შემოედინება სასმელი წყალი და ქსელების მეშვეობით ნაწილდება. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ნებისმიერი უბნისთვის მიწოდებული სასმელი წყალი მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 

პასუხი: სულადობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, სადაც განცხადების საფუძველზე მოახდენენ სულადობის კორექტირებას - ეს კი ავტომატურად აისახება წყლის გადასახადზე.

პასუხი: ასეთ დროს აბონენტმა განცხადებით უნდა მიმართოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“.  როდესაც კერძო სახლის ან კოპუსის მობინადრის კუთვნილ ფართში ხდება ავარიული დაზიანება და აბონენტს არ გააჩნია ჩამკეტი ურდული, რომლის მეშვეობით შეძლებს წყლის დაკეტვას, კომპანია ვალდებულია აბონენტის შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წყალმომარაგება. მსგავსი შემთხვევები ხშირია თბილისში. ერთი მხრივ, ეს დიდ დისკომფორტს უქმნის კომპანიას და მეორე მხრივ, იწვევს სხვა მომხმარებელთა გულისწყრომასაც. ამიტომ გთხოვთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

პასუხიდაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 293 11 11 ან მოგვწერეთ ფესბუქ-გვერდის მეშვეობით: https://www.facebook.com/georgianwaterandpower 
ჩვენი სპეციალისტები დაადგენენ გამომწვევ მიზეზებს და თუ პრობლემა კომპანიას უკავშირდება, წყლის წნევა დაარეგულირებენ. 

პასუხი:  შიდა ქსელი არ არის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კუთვნილება, შესაბაბამისად, მის შესაკეთებლად თავად უნდა მოძებნოთ სპეციალისტი.

 

პასუხი:  თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე  293 11 11  ან მობრძანდეთ სერვისცენტრებში.

 

 


 

 

 

პასუხი:  ყველა ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად. თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ნებისმიერ სერვის ცენტრში, რომ მიიღოთ თქვენთვის ხელსაყრელი პირობები.

 

 

პასუხიის, რაც ხშირ შემთხვევაში ჭარბი ქლორი გგონიათ, არის ჟანგბადის უწვრილესი ბუშტუკები, რასაც წყლის ნაკადის წნევა წარმოქმნის და წყლის ჭურჭელში ჩასხმისას, ღია რძისფერ შეფერილობას აძლევს. ცხადია, ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობის. ჭურჭელში წყლის დაყოვნების შემთხვევაში, ჟანგბადი ბუშტუკებვი ნელ-ნელა ამოდის ზემოთ და წყალი გამჭვირვალე ხდება. 

პასუხი:   ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ნებისმიერ სერვის ცენტრში,  წარმოადგინოთ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის მოწმობა.

 

 

პასუხიაბონენტების სულადობის განსაზღვრა და ფიქსირებული სულადობრივი გადასახადის დარიცხვა, კანონმდებლობის მიხედვით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ხდება. კერძოდ, თითოეულ აბონენტს გადასახადი  მისამართზე რეგისტრირებულ  პირთა რაოდენობის მიხედვით ერიცხება.  

პასუხი:  მას შემდეგ, რაც დაფარავთ წყალმომარაგების გადასახადს, უნდა მიმართოთ კომპანია „თელასს“ გადახდის დამადასტურებელი საბუთით.

პასუხი:

  • სამუშაო დღეებში - ორშაბათი-პარასკევი: 09:00-დან 18:00 საათამდე
  • შაბათს:  10:00-დან 14:00 საათამდე.

 

სერვისცენტრების სამუშო საათებისა და მისამართების სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე:

 

პასუხი:  თუ თქვენ ხართ იურიდიული პირი, უნდა მობრძანდეთ კომპანიის სერვისცენტრში.

თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე  - 293 11 11.