დირექტორატი
...

არჩილ გაჩეჩილაძე
გენერალური დირექტორი

არჩილ  გაჩეჩილაძე 2018 წლიდან  GGU (Georgia Global Utilities)  ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია, 2018 წლის ნოემბრიდან კი  ამავე ჯგუფის წევრი კომპანიის - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორის პოზიციას ითავსებს  და  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 2017-2018 წლებში არჩილი  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

 

ამასთანავე, არჩილი 2015 წლის სექტემბრიდან  დღემდე    სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ (GRPC)  დირექტორია.

 

არჩილ გაჩეჩილაძეს  2016-2017  წლებში  "საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია  ეკავა კორპორატიული და  საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.

 

2015-2016 წლებში არჩილი   BGEO ჯგუფის ფინანსური დირექტორი იყო.  2009-2015 წლებში კი  საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა საინვესტიციო მენეჯმენტისა და კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

2008-2009 წლებში  თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

 

არჩილ გაჩეჩილაძე 2000-2008 წლებში სხვადასხვა მაღალი რანგის პოზიციებზე მუშაობდა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.

 

არჩილ გაჩეჩილაძე  კორნელის უნივერსიტეტის  MBA მაგისტრის ხარისხისა და  ასევე CFA- ის ჩარტერის მფლობელია.

 

 

 

...

ეკატერინე ბერიძე

კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი

ვრცლად

...

ირაკლი ბაბუხადია

კომერციული დირექტორი

ვრცლად

...

გიორგი ვახტანგიშვილი

ფინანსური დირექტორი

ვრცლად

...

ლუკა ჩაჩიბაია

ოპერაციების მართვის დირექტორი

ვრცლად

...

ჯაბა მამულაშვილი

იურიდიული დირექტორი

ვრცლად