დირექტორატი

ზურაბ პატარაია
საოპერაციო დირექტორი
ზურაბ პატარაია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო დირექტორის პოზიციას 2019 წლის 1 მაისიდან იკავებს.
2019 წლამდე ზურაბს სხვადასხვა საპასუხისმგებლო მენეჯერული პოზიცია ეკავა ისეთ წამყვან ქართულ ორგანიზაციებში, როგორიც არის - საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა, ენერგო-პრო ჯორჯია, საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, შპს უშბა.
ზურაბ პატარაია ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ინჟინრის დიპლომს, მას ასევე გავლილი აქვს ვაშინგტონის (აშშ.) სებიტის პროგრამა მენეჯმენტისა და მართვის მიმართულებით.