27/01/2019 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
ხვალ, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი N44-ის მოპირდაპირედ ურდულს დაამონტაჟებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 28 იანვარს 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
კახეთის გზატკეცილის N 1,3,5
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.