დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

24/01/2021 ჯივიპი 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს იწყებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

 

წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება  ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე  დამონტაჟდება  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას  წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

 

ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას  ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

 

ჯივიპი სამუშაოების საწყის ეტაპს 26 და 27 იანვარს განახორციელებს, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

26 იანვარის დღის 12:00 საათიდან 27 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ჩუღურეთის რაიონში: 

ზაზიშვილის ქუჩას და შესახვევებს, მეუნარგიას, სოლომონ ქურდიანის,  ლალიონის, ვეშაპური, ვეშაპურის შეს. რკინიგზის, დადიანის ქ. N1-39 და N2-ს, ჩიტაიას, ჩიქობავას, ფიროსმანის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის ქ. N1-13 და N2-14, ვაგზლის მოედანს, აბასთუმის, თამარ მეფის კენტები, ჩუბინაშვილის, გოგოლის, დოლიძის, კლდიაშვილის, ნინოშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტურგენევის, მაზნიაშვილის ქ. N31-37 და N16-20, კანკავას, ჩანჩიბაძის, სულუხიას, ანაკლიის, ერისთავის, ახლციხის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, გრანელის, ქვლივიძის, ხიმშიაშვილის, ჩერქეზიშვილის,ადიგენის, რამიშვილის, გოცირიძის, ლოჭინის, არაგვისპირელის, ვერჰარნის, ნათიშვილის, ვეძათხევის, თოიძის, გორკის, გამცემლიძის შეს, მამრაძის, ბუხაიძის, კუმისის, ჩაისუბნის, ადიგენის, იაროსლავის, ლენტეხის, ოსიაურის, კონსტიტუციის ქუჩებს, მიჩურინის, კივიძე, პალიასტომი, გროზნო, გროზნოს შეს, 9 ძმის N1-25 და 2-16, ყირიმის, ყირიმის შესახვევი, უფლისციხის, ჩეჩელაშვილის მე-3 და მე-4 შეს, საქარის, ფარავანი შესახვევებით, ნორიოს აღმართი N1-35 და N2-34, როსტოვის, ქინქლაძის, კაპანაძის, სააკაძის N2-28 N1-23, ძეგამის, ასპინძის, პირველი ასპინძის, პირველი ახალი არსენალი, არსენალის მთა, მეორე ახალი  არსენალი, ეკატერინე ჭავჭავაძე, გედევანიშვილის, გურგენიძე ,ართვინის,  წმ. ნიკოლოზის, სალიების ქ. N 1-13, N2-24, ბერიაშვილიის ქ.

 

ნაძალადევის რაიონში:

ცინცაძისა და რიონჰესის ქუჩებს.

 

27 იანვრის  დღის 12:00 საათიდან, 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ჩუღურეთის რაიონში:                         

ივერთუბნის დასახლებას, ხუდადოვის ქ. N173-ის კორპუსებს (სამხედრო დასახლებას), ხვთისმშობლის ხატის მონასტერს, მამარდაშვილის და სამშვილდის ქუცებს, ტყეკულტურის ქუცას და შესახვევებს, არგვეთის, აჭარის, მეუნარგიას ქ. 19-73 და N28-72,  აგარის, მახათის აღმართის ქუჩას და შესახვევებს, აგიაშვილის, ალავერდის, ეშბას, მიზანდარის, ბარაკონის, ხორნაულის, თუმანიშვილი-წერეთლის, გაბისკირიას, გაბუნიას, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, ივერთუბნის, ბეთაშვილის, ჟორდანიას, ყუბანეიშვილის, პაპავების, ჯორჯაძის, ადამიას, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, კვარაცხელიას, ჭიპაშვილის, რეხის I, II, III ქუჩებს ზაზიშვილის მე-3 შესახვევს, სოლომონ ქურდიანის 1 შესახვევს, აფხაზეთის ქუჩის შესახვევს, სარკინეთის, ტყეშელაშვილი, მანგლისის, წყაროს და მარუაშვილის ქუცებს.

 

ნაძალადევის რაიონში:
უიარაღოს, წრომის, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ღუდუშაურის, ასათიანის, წაღვერის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის ქუჩებს, მესხის, გ. ასათიანის 1-ელ შესახვევს.

 

ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაგეგმილია 4 თებერვალს, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას  კომპანია  წინასწარ, 2 თებერვალს გაავრცელებს.

 

 

 

05/04/2021 6 აპრილს მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება
04/04/2021 ხვალ, 5 აპრილს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/04/2021 ხვალ, 2 აპრილს ჯივიპი ვაკის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
31/03/2021 ხვალ, 1 აპრილს, მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების საბოლოო ეტაპი ჩატარდება
31/03/2021 ნაძალადევის რაიონში, 1 აპრილს, წერონისის პირველ ჩიხში დაგეგმილია ქსელზე გადაერთების სამუშაოები