ახალი ამბები
...

08/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციას ეხმაურება

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბლიტაციო სამუშაოებს ატარებს.  ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისა   და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია  2017 წელს, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულ, 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციებში მოყვანილი წყალმომარაგების შეზღუდვის შემთხვევები დაკავშირებულია კომპლექსურ  სამუშაოებთან, რომელსაც  კომპანია ერთდროულად 34 ობიექტზე აქტიურად აწარმოებს, მათ შორის პეკინის, ასათიანის, ცისკარიშვილის, კლდიაშვილის, ინგოროყვას  ქუჩებზე.

 

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ინტენსიურად იცვლება მოძველებული, ამორტიზებული მილები. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები -  ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.

 

აღსანიშნავია ვაზისუბნის მიკრორაიონების მკვებავ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც მოძველებული ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად სისტემური ხასიათის დაზიანება გამოვლინდა. საკითხის სრულად მოგვარების მიზნით, კომპანიამ ვაზისუბნის მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაგეგმა.  სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

 

ხაზგასასმელია, რომ სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე, რის შესახებაც მომხმარებლის ინფორმირებას კომპანია  ახდენს წინასწარ -  სმს შეტყობინების, ვებ გვერდისა და ფეისბუქის საშუალებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაქსიმალურად ცდილობს სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების უმოკლეს დროში შესრულებას.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები