ახალი ამბები
...

29/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილის 3-ის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

 

დღეს, 29 აგვისტოს, ვარკეთილის 3-ის, III მიკრორაიონში,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო.

 

სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქსელის 2.8 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება. რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნულ მისამართზე ყველა კორპუსთან ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, შედეგად  საგრძნობლად შემცირდება როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.

 

„ვარკეთილი 3-ის, III მიკრორაიონში, 310-ე კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გახდა აუცილებელი რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად, აღნიშნულ მისამართზე წყალსადენის ქსელის სრულად  შეცვლის და ყველა კორპუსთან ახალი, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟბის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“ - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები