ახალი ამბები
...

07/03/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თანამედროვე სტანდარტების ახალი ოფისი გახსნა

 

დღეს, 7 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ფეიქრების ქუჩაზე, სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების ახალი ოფისი  გახსნა.

 

კომპანიის მენეჯმენტმა სტრატეგიული მნიშვნელობის დეპარტამენტებისთვის თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე შექმნა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამშენებლო ჯგუფები  მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული და  სამუშაოებს ევროსტანდარტის საინჟინრო ტექნოლოგიებით ახორციელებენ. კომპანიის სარეაბილიტაციო ჯგუფების თანამშრომელთა უმრავლესობამ გადამზადება ჯივიპის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწორედ, ეს გუნდი უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

 

“სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების თანამშრომლებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი  წვლილი შეაქვთ.  განახლებული ოფისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარება ამოცანების წარმატებით გადაჭრაში.” - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე. ჯივიპის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიის 3600 სპეციალისტს თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე და სათანადო  გარემო  შეუქმნას.

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები