ახალი ამბები
...

28/02/2019 gwp - ირაკლი ბაბუხადია: კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 4.5 კმ სიგრძის როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ქსელები. კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ცალ ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულს, დაამონტაჟებს.

 

„კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.  რეაბილიტაცია დაახლოებით 2.5 თვეს გაგრძელდება. ორივე ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად განახლდება, რაშიც  2 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ“ - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ.

 

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს ჯივიპი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ დედაქალაქის მერია ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებთან ერთად, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას თბილისის 23 ქუჩაზე ანახლებენ.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები