НОВОСТИ
...

22/05/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

 

 

2019  წლის 21 მაისის  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -ის გადაწყვეტილებით  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია კვლავ ინარჩუნებს.  აღნიშნული რეიტინგი კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საქართველოში პირველი  არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ჯერ კიდევ 2015 წელს პირველივე ცდაზე ქვეყნის  სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი მიანიჭა. აღნიშნული შეფასება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად  მიმართულებად კვლავ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება რჩება.  კომპანია წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთაგან მიღებული გრძელვადიანი დაფინანსებით დედაქალაქისთვის არაერთ მნიშვნელოვან და  მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სანდოობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის  საგრძნობლად მაღალია, რასაც  საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ, კომპანიისთვის გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ის სტაბილური პროგნოზით მინიჭება ადასტურებს.

 

Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. კერძოდ, საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები.

 

 

 

Другие категории
...

18/10/2019 ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე, ისნის პანდუსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

  ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსთან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კო...

БОЛЬШЕ

...

10/10/2019 თბილისს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება

სტუდია მონიტორის მიერ რადიო თავისუფლების საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, გვსურს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად ავუხსნათ ჯივიპის მიერ ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი.  &n...

БОЛЬШЕ

...

08/10/2019 ჯივიპიმ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ბუშის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მეორე ეტაპი დაასრულა.   აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ 2 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი სრულად შეცვალა და განახლებულ სის...

БОЛЬШЕ

...

04/10/2019 ჯივიპიმ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე  ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში 1,5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვალა და განახლებულ სისტე...

БОЛЬШЕ

...

04/09/2019 ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე  წყალმომარაგების სისტემას აახლებს  ...

БОЛЬШЕ

НОВОСТИ

meteo.gov.ge