ახალი ამბები
...

30/05/2019 gwp ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების რეაბილიტაციას იწყებს

 

დღეს, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.  2 ივნისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს.  პროექტის პირველი ნაწილის ფარგლებში, 2.7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყლმომარაგების სისტემა სრულად შეიცვლება.

 

„აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების სისტემა ჭავჭავაძის გამზირზე სრულად არასდროს განახლებულა, შესაბამისად,  აღნიშნულ პროექტს თბილისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სამუშაოებს 2 ივნისს დავიწყებთ და ვიმუშავებთ 24 საათიან რეჟიმში. სრულად შევცვლით წყლისა და წყალარინების ქსელებს ჭავჭავაძის გამზირის პირველი ნომრიდან ატენის ქუჩამდე. პროექტში gwp 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს” - აცხადებს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დრიექტორი, ირაკლი ბაბუხადია.

 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, წყლის წნევის რეგულატორებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს. gwp ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის განახლების პირველ ნაწილს 3 თვეში დაასრულებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მოწვევით, ჭავჭავაძის გამზირის წყალსადენისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტირებისა და ზედამხედველობის პროცესში ჩართულია ავსტრიული კომპანია ILF. აღსანიშნავია, რომ ILF  წამყვანი  ავსტრიული საინჟინრო კომპანიაა 50 წელზე მეტი გამოცდილებით, ორგანიზაციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არაერთი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტი  აქვს განხორციელებული.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები