НОВОСТИ
...

04/09/2019 ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე  წყალმომარაგების სისტემას აახლებს

 

 

დღეს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. 

 

პროექტის ფარგლებში ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს - შეიცვლება წყალსადენის მაგისტრალური ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. 

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისნის რაიონის გამგეობა გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, ჯივიპის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგიტ ყემალაძემ, ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერეს.

 

 “ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 1.4 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვლება. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 850 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის განახლება ნოემბერში დასრულდება” - აცხადებს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირიექტორი, ლუკა ჩაჩიბაია.

 

“ჩვენი აქტიური ჩართულობით, ისნის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი კომპანია ჯივიპის. მოსახლეობა მრავალი წელი ელოდა გზის რეაბილიტაციას, რასაც ძველი და დაზიანებული კომუნიკაციების გამო ვერ ვაკეთებდით. როგორც ადგილობრივებს დავპირდით, ჯივიპის მიერ წყალმომარაგების ქსელების განახლების შემდეგ, გზის მოწესრიგებას დავიწყებთ და ლეჟავას ქუჩაზე ასფალტის საფარს დავაგებთ“  - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო დღეს კომპანია ჯივიპიმ. დაახლოვებით  კილომეტრნახევარი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისად, აღნიშნული სამუშოების დასრულების შემდგომ სრულად განახლდება გზის საფარი, რომელსაც ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია ჯივიპის და ისნნის რაიონის გამგეობას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის - აცხადებს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

 

 

 

04.09.19

 

 

 

Другие категории
...

05/06/2020 კომპანია ჯივიპიმ სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.   კომპანიამ სამგორის რაიონში, ლორთქი...

БОЛЬШЕ

...

03/06/2020 ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები...

БОЛЬШЕ

...

28/05/2020 ჯივიპიმ სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა განაახლა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.   აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფერავის ქუჩაზე, ასევე საფერავის პირველ და მეორე ჩი...

БОЛЬШЕ

...

11/05/2020 ჯივიპი ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს

ჯივიპი, ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაბას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.   ...

БОЛЬШЕ

...

01/05/2020 ჯივიპი 4 მაისს ბახტრიონის სატუმბოსადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ბახტრიონის სატუმბო სადგური დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ობიექტია. სწორედ ამ სადგურის საშუალებით ხდება  ვაკე-საბურთალოსა და  მთაწმინდა-კრწანისის&n...

БОЛЬШЕ