ახალი ამბები
...

26/04/2020 ჯივიპი, 28 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ბოლო ეტაპს განახორციელებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 10 კილომეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

 

ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10  მლნ ლარის  ინვესტიცია განახორციელა.

კომპანია 28 აპრილს, დღის 12:00 საათიდან,  ჭავჭავაძის გამზირზე  საბოლოო, რთულ, გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.  სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში იმუშავებენ.  აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, ჭავჭავაძის გამზირზე, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც,  28 აპრილს, სამშაბათს, დღის 12:00 საათიდან  29 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკის რაიონში: 

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, რამიშვილის, მოსაშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვლის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, აბულაძის, წყნეთის  და მიმდებარე ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები