НОВОСТИ
...

03/06/2020 ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და  მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.

 

მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა  ჭავჭავაძის გამზირზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, ნოე ხომერიკის, ლესელიძის, ლეჟავას და რადიანის ქუჩებზე.

 

საგანგებო რეჟიმში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეიცვლა 31 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ 20 მლნ ლარი შეადგინა.

 

,,ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ წარმატებით და დაგეგმილ ვადაში  დავასრულეთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი  პროექტები, მათ შორის  ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია.  სრულად განვაახლეთ 10 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების სისტემა, რაშიც 10 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ასევე საგანგებო რეჟიმის პირობებში დავასრულეთ  ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა 7,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. აღნიშნული პროექტები დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ შესრულებას“ -  ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგრძელებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია ურიდიას, ორთაჭალის, ჭოველიძის და ლეჩხუმის ქუჩებზე.

 

 

Другие категории
...

20/10/2020 დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ - ზურაბ ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით აგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი განახლდება.  პროექტების ჯამური  ინვ...

БОЛЬШЕ

...

16/10/2020 ჯივიპი გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.   კომპანია გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომ...

БОЛЬШЕ

...

10/10/2020 13 ოქტომბერს ჯივიპი წყნეთში, რუსთაველისა და ჭიაურელის ქუჩებზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაუდებელ სამუშაოებს იწყებს

  13 ოქტომბერს, სამშაბათს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  წყნეთში, რუსთაველის და ჭიაურელის  ქუჩებზე, მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.     აღნიშნულ ქუჩებზე ...

БОЛЬШЕ

...

09/10/2020 75 სარეაბლიტაციო პროექტი, 50 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, 21 მლნ ლარის ინვესტიცია - ჯივიპი აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის.  ...

БОЛЬШЕ

...

06/10/2020 ჯივიპი, დღეს, 6 ოქტომბერს, სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.   კომპანიამ სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, ...

БОЛЬШЕ