ახალი ამბები
...

13/03/2022 ჯივიპი 15 მარტს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

15 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალგამტარ გვირაბზე განხორცელებული სამუშაოები კომპანიას  წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. 

 

ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების მომხმარებლების    წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოები 15 მარტს დილის 10:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით,  წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 15 მარტის დილის 10:00 საათიდან 16 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ისნის რაიონში - ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის,  ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის  მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის,  ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის  და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის  მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის,  ზედაზნის,  გარეჯის, ახალ მოწამეთა,  იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის,  რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -http://www.gwp.ge

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები