ახალი ამბები
...

10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 10 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონის N9ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების  აღსადგენად სამუშაოებს ატარებს. 

 

აღნიშნულ მონაკვეთზე რთული ფარული დაზიანების დასადგენად სადიაგნოსტიკო სამუშაოები ინტენსურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები. ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები დღეს, 10 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10 ოქტომბერს, 15:00 საათიდან 11 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-4 კორპუსს, ნუცუბიძის I, II, IV, V მიკრორაიონებს,  ნუცუბიძის ქუჩა N211, 221, 223,  ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ვარაზის, ფერმწერთა, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარზემის, ა. ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის და კედარის  ქუჩებს. შავგულიძის ქუჩა N7, 7ა, მინდელის ქუჩა  N 3, 5, სოფელ თხინვალას.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -http://www.gwp.ge

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები