NEWS
...

22/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

16 ივლისს, ეკონომიკის ექსპერტებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს.

 

ტურის ფარგლებში სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური, წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა და მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები მოინახულეს. ასევე,  ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგურის - საგურამოჰესის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

 

21 ივლისს,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  ,,ანგარიშითბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა, რომელიც კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის,  საგურამოჰესის მშენებლობას მიეძღვნა.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 94.5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში. მათ შორის არის თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის - ჟინვალის გვირაბის  და ბოდორნა-ღრმაღელეს გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებულია.  ორი „მწვანე” ჰესის მშენებლობა - საგურამო ჰესი, რომელიც დასრულების სტადიაზეა და ბოდორნა ჰესი, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება.

ასევე აღინიშნა, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იწყებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც არის გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია.
საბოლოო ჯამში თითოეული საინვესტიციო პროექტის მთავარი მიზანი თბილისის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებაა.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში

ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე  1000 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა.

ამავე რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე წყალსადენის 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

წავკისში, ამაღლების ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 1400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ამ ეტაპზე აფრიკის დასახლებაში, ლოჭინის ხევის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშოები აქტიურ ფაზაში გადავიდა - ახლით იცვლება 1200 მმ-ანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელის 220 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE