NEWS
...

09/09/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულების ფაზაშია - მიმდინარეობს ელექტრო მოწყობილობების ტესტირება. საგურამოჰესის ექსპლუატაციაში ჩაშვება სექტემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.



კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, GWP აკადემიის მეორე პროექტისთვის, შერჩეული თანამშრომლები მენტორებთან გადაანაწილა. პროექტის მონაწილეები, დარგობრივი კომპეტენციის განვითარების მიზნით, სემინარებს წყალმომარაგებისა და წყალარინების 12 ძირითადი მიმართულებით  გაივლიან.



მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:



ვაკის რაიონში, ბარნოვის ქუჩის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  წყალსადენის ქსელის 150 მეტრი და წყალარინების ქსელის 70 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა. ამავე ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, კომპანიამ წყლის ახალი ხარჯმზომების დასამონტაჟებლად ოთხი ჭა მოაწყო.



საბურთალოს რაიონში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა - წყალსადენის 100 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო.



ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის მოძველებული 1100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.


ვარაზის ხევში, წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულების ფაზაშია.  მაგისტრალურ ქსელზე მოეწყო წყალარინების მიმღები კამერა და ჭა. ახლით შეიცვალა 140 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი.  მიმდინარეობს   გზის საფარის მოწესრიგება.  



სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 110 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.



ამავე რაიონში ახვლედიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წყალარინების ქსელის 80 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.



2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE