NEWS
...

30/11/2016 2017 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაორმაგებულ ინვესტიციას განახორციელებს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის მერიამ და საკრებულომ დღეს ერთობლივი ანგარიში წარადგინეს. პრესკონფერენცია „ანგარიში თბილისის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, თბილისის მერიის და საკრებულოს ერთობლივ საინვესტიციო პროექტებს მიეძღვნა.

 

თბილისის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს: კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ცხადაძემ, თბილისის მერის მოადგილემ - ირაკლი ლექვინაძემ და  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ - გოჩა ბაბუნაშვილმა.

 

2016 წლის განმავლობაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის მერიასა და საკრებულოსთან ერთად ქალაქის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განახორციელა. პრესკონფერენციაზე საუბარი იყო, როგორც 2016 წელს შესრულებული, ასევე 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, კომპანიის 2016 წლის შესრულებული ჯამური ინვესტიცია  და 2017 წლის საინვესტიციო პროექტები წარმოადგინა.

 

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2017 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ენერგეტიკულ პროექტებში გაორმაგებული, 142.8 მლნ ლარის  ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია 2017 წელს ახალი ჰიდროელექტროსადგურის - ბოდორნაჰესის მშენებლობას და გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციასაც გეგმავს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, თბილისის მერიის და საკრებულოს ერთობლივ ანგარიშს ცენტრალური ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სემეკის წევრები, ბიზნეს-ომბუცმენი და ექსპერტ-ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE