NEWS
...

02/12/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

30 ნოემბერს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივი ანგარიში წარადგინეს. პრესკონფერენცია „ანგარიში თბილისს“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. 2017 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინვესტიციას აორმაგებს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში 142.8 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ვაკის რაიონში, წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 920 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, IV მკრ-ს III კვარტალში, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. წყალსადენის ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ღრმაღელეს სათავე ნაგებობიდან სამგორის სათავე ნაგებობამდე კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელის 350 მეტრამდე სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 300 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

ისნის რაიონში, კომპლექსი „ორთაჭალის ტურფას“ მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალარინების ქსელის 970 მეტრი სიგრძის ძველი მონაკვეთი ახლით იცვლება.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი შეიცვლება.

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE