NEWS
...

30/12/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას 2016 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აბარებს

 

2016 წელს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის წყალმომარაგების განვითარებისა და სტაბილურობისთვის 44.3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ერთი წლის განმავლობაში  კომპანიამ  სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის 140 ქუჩაზე ჩაატარა და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეცვალა.

 

2016 წელს შესრულებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანიამ დამატებით 400 ადამიანზე მეტი დაასაქმა.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის მშენებლობა დაასრულა, რომელიც 2016 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო. ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის  კომპანიამ 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ დამატებით 100 ადამიანზე მეტი დაასაქმა.

 

2016 წლის, 7 დეკემბერს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  საქართველოს ბაზარზე არასაფინანსო ორგანიზაციისთვის უპრეცენდენტო მოცულობის, 30 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. GWP-მ ფასიანი ქაღალდების ემისია უკვე მესამედ განახორციელა.

 

ასევე, 2016 წლის 14 დეკემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მეორედ მიანიჭა,  რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია. GWP  საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი  „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა. 

 

2016 წლის განმავლობაში კომპანიამ ორი დასაქმების ფორუმი ჩაატარა. დასაქმების ფორუმის მიზანი კომპანიაში ადამიანური რესურსის მოზიდვა და დასაქმება იყო.

 

2016 წლის ბოლოს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის მერიამ და საკრებულომ  ერთობლივი ანგარიში წარადგინეს. პრესკონფერენცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, თბილისის მერიის და საკრებულოს ერთობლივ საინვესტიციო პროექტებს მიეძღვნა. GWP წარმატებით დანერგილ კომუნიკაციის ფორმატს - „ანგარიში თბილისს“,  2017 წელსაც გააგრძელებს.

 

2017 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, ინსვესტიციებს  2016-თან შედარებით, აორმაგებს და 81.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, თავის მხრივ, დამატებით მინიმუმ 500 სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.

 

გარდა ამისა, 2017 წელს კომპანია  ახალ ჰიდროელექტროსადგურს, ბოდორნაჰესს ააშენებს, რომელიც საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში  ჩაერთვება, ასევე, 2017 წელს დაიწყება და 2018 წელს დამთავრდება გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. აღნიშნულ პროექტებში კომპანია 61,5 ლარის ინვესტირებას გეგმავს.

 

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE